top of page

ნახატი კოსმოსიდან - Art From Space

მიმდინარე წლის 29 აგვისტოს საერთაშორისო საჰაერო სივრციდან საქართველოს ტერიტორიაზე დაეშვება პირველი მხატრვრული ნამუშევარი, რომელიც ყველა სხვა ნამუშევრისგან განსხვავებით შექმნილი იქნება ღია კოსმოსში.

 

ფოთის სანაპიროდან სტრატოსფეროს მიმართულებით გაეშვება ჰელიუმის აირით დატუმბული საჰაერო მოდული, რომელზეც საფრენ და ნავიგაციის აპარატურასთან ერთად დამონტაჟებული იქნება „რედ კომოდო“ კინო-კამერა და ცარიელი კანვასი.

 

სტრტოსფეროში მოდულის გაშვებამდე, რომანოზი - პროექტის ავტორი და ნამუშევრის შემსრულებელი ხელს მოაწერს ცარიელ ტილოს და მოდული გაემართება სტრატოსფეროს მიმართულებით.

 

როდესაც მოდული მიაღწევს სამიზნე 40კმ-ის სიმაღლეს და კინო კამერის უკანა ფონზე გამოჩნდება დედამიწის „კოსმოსური“ კადრი, მოდული ავტომატურად აამოქმედებს მექანიზმს, რომელის შედეგადაც ცარიელ ხელმოწერილ კანვასზე დაიხატება საქართველოს დროშა.

 

აღნიშნული პროცესებიდან ყველაზე კომპლექსურ საკითხს  მაინც წარმოადგენს ნახატის დახატვა ღია კოსმოსში. წარამატების მიღწევის მიზნით, გუნდმა აღმოაჩინა სპეციალური საღებავი, რომელიც არ იყინება ექსტრემალურ სიცივეშიც კი. სპეციალური მელანი/საღებავი, იტესტება სამეცნიერო მაცივარში, რომელიც ქმნის -80 გრადუსიან გარემოს და იძლევა საშუალებას ჩატარდეს მოსამზადებელი ექსპერიმენტები გაშვებამდე.

 

ხატვის პროცესის დასრულებიდან რამდენიმე წუთში მოდული მოწყდება ჰელიუმით დატუმბულ საჰაერო მოწყობილობას და პარაშუტის მეშვეობით კინო-კამერა და პირველი კოსმოსში შესრულებული ნამუშევარი დაიწყებს დედამიწისკენ დაშვებას.

დოკუმენტური ფილმი და გაშუქება

 

პროექტის ფარგლებში მიღწეულია შეთანხმება “Red Digital Cinema”-სთან, რომლის ფარგლებშიც პროექტისა და მთავარი კადრის წარმატებით აღების შემთხვევაში „Red”-ი საკუთარ ვებ-გვერდზე განათავსებს სტრატოსფეროში აღებულ კადრს, რომელშიც აისახება საქართველოს დროშის დახატვის პროცესი დედამიწის კოსმოსური კადრის ფონზე.

 

“Red Digital Cinema” ასევე განიხილავს პროექტის ფარგლებში გადაღებული დოკუმენტური ფილმის განთავსებას ვებ-გვერდის შემდეგ ნაწილში: “Red Collectives” და „Shot on Red”. აღსანიშნავია, რომ ვებ-გვერდის ამ ნაწილში პროექტის დოკუმენტური ფილმი განთავსდება ჰოლივუდის წამყვანი ფიგურების გვერდით.

 

პროექტის პარტნიორების განთავსება დოკუმენტურ ფილმში მოხდება „ფლეისმენთის“ მეთოდით.

პროქტის წევრები და გამოცდილება

 

2019 წლის 29 აგვისტოს, შემოქმედებითი გუნდის მიერ განხორციელებული იქნა პროექტი „გამოფენა კოსმოსში“. პროექტის ფარგლებში, წარამტებით გაიგზავნა 3 მხატვრული ნამუშევარი კოსმოსში და გაკეთდა პირველი გამოფენა სტრატოსფეროში და ნამუშევრები წარმატებით იქნა დაბრუნებული დედამიწაზე.

 

2020 წლის ოქტომბრის თვეში, „საქართველოს ბანკის“ კამპანიის „გზა სულ არის“ ფარგლებში, შემექმედებითმა ჯგუფმა, შპს „მეტრო სტუდიასთან“ თანამშრომლობით, სტრატოსფეროში წარმატებით გაუშვა კამპანიის სლოგანი და მოიპოვა უნიკალური კადრი, რომელიც გამოყნებული იქნა მთავარი ვიდეოს ბოლო კადრად.

bottom of page